ვარკეთილში, მაისურაძის ქუჩის №1-ში, ე.წ დამპალოს სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხე-მცენარეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება გუშინ საღამოს შევიდა.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა წიწვოვანი ნარგავები გახმობის მიზნით სპეციალურად დააზიანეს.
„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 14 წიწვოვან ხე-მცენარეს 100-150 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე შემოცლილი აქვს ქერქი.
ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა.
გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დაადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის თანხა შეადგენს ან გადააჭარბებს 1 000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.