ბაჩუკი ქარდავა: დაოკდით ყველა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში არ გაერთიანდება
21-08-2016, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკს არ შეუერთდება. განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა. 

 

 

ქარდავას განმარტებით, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში“ არ გაერთიანდება.

 

 

დაოკდით ყველა, ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ბიულეტენში იქნება და მაჟორიტარებიც ეყოლება. გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში არ გაერთიანდება, მით უფრო თუ ამ ბლოკებს სახელად ჰქვიათ ბლოკები, რეალურად კი პარტიების შერწყმაა. დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ გიორგი ჭანტურიას პარტიაში დარჩენას ვამჯობინებ. მითუმეტეს, მე არ მაქვს უფლება სპირიდონ კედიას პარტია პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შევრწყა. ამას ცოტა ხმა და დიდი გული ჯობს“,-აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

 

 

რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-მა ბაჩუკი ქარდავას განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ბურჭულაძის გარშემო ჩამოყალიბებულ ბლოკს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც" შეუერთდეს.

 

 

„მე შემიძლია გითხრათ ერთი - პოლარიზებული არჩევნების ფონზე, რომელიც გველოდება წელსაც და გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე, მიმაჩნია, რომ დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება, დღეს ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელიც კია. თუ ასეთი გაერთიანების შექმნის რეალური შანსი იქნება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ამ იდეის მომხრე ყოველთვის იყო, მხარს დაუჭერს და მზად არის, ჩაერთოს აქტიურად. გარკვეული მუშაობები, მიუხედავად იმისა რომ არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვე რჩება, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ, დრო ძალიან მცირეა დარჩენილი, მაგრამ შანსი იმისა, რომ ასეთი ერთობა შედგება, ჯერ კიდევ არსებობს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, რომ უნდა შედგეს",-განაცხადა ქარდავამ.

 

 

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, ”გირჩი”, „ახალი მემარჯვენეები” და „ახალი საქართველო“ ერთ საარჩევნო პლატფორმაში სამი დღის წინ გაერთიანდა. ახალი პოლიტიკური პლატფორმის სახელწოდება არის „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი