აბაშის 3 სოფლის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნება
21-08-2016, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბაშის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნება. შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს ახორციელებს.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კეთილარის დამშრობი არხის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 32 კმ-იანი სადრენაჟე არხი გაწმენდა ხორციელდება. რეაბილიტაციის შედეგად სადრენაჟე მომსახურება აღდგება 3 სოფლის 500 ჰექტრამდე სასოლფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. სამუშაოები ტარდება ანჯელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპის ფარგლებში.

 

 

,,სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია. ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მელიოლირებული ფართობი 45 000 ჰა-დან 106 000 ჰა-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ანჯელის არხის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონისთვის. წლების მანძილზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, გაიწმინდება 100 კმ-მდე სადრენაჟე არხი და ადგილობრივ მოსახლეობას 1500 ჰექტრამდე მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 

 

უწყებაში ასევე, აცხადებენ, რომ 2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამშრალი მიწის ფართობი 16 540 ჰექტრამდე გაიზარდა.

 

 

დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 2 936 950 ლარის ღირებულების 4 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ დრენირებული ფართობი 1 550 ჰექტრით გაიზრდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი