მიხეილ სააკაშვილი: მე მაქსიმალურად მოვუწოდებ ქართველებს, რომ უკრაინაში არ ჩამოვიდნენ
17-02-2015, 22:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მაქსიმალურად მოვუწოდებ ქართველებს, რომ აქ [უკრაინაში] არ ჩამოვიდნენ, თუმცა ათასობით ადამიანს უნდა საქართველოდან წამოსვლა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2″-ის გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 


“დამაბრალეს, რომ მე მოვუწოდებ ქართველებს ჩამოსვლისკენ. ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით, რომლებიც აქ არიან, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ ქართველებს აქ ჩამოსვლისგან, რადგან ეს უნდა იყოს ლეგალური, გაცვლილი ხალხი. ამიტომ პირიქით, მე მაქსიმალურად მოვუწოდებ ქართველებს, რომ აქ ასე არ ჩამოვიდნენ. მეორე – ათასობით ადამიანს უნდა წამოსვლა, არაფერს არ ვაზვიადებ, ეს ინფორმაცია ყველა მხრიდან მომდის. ეს არ მეტყველებს კარგად საქართველოში სიტუაციაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მყოფ ქართველებსაც მოუწოდებს, რომ ცხელ წერტილებში არ იყვნენ.

 


“აქ მყოფ ქართველებსაც მოვუწოდებთ, რომ ისინი არ იყვნენ ცხელ წერტილებში და იყვნენ იქ, სადაც შეუძლიათ თავისი გამოცდილების გაცვლა, ინსტრუქტაჟი – ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა. ჩვენ დავკარგეთ ორი ოფიცერი, მაგრამ იმ მასშტაბის ქართველებთან შედარებით, რამდენიც აქ არიან, ღმერთმა ჩვენ გადაგვარჩინა და მინდა ასე დარჩეს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი