საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
21-08-2016, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო, რასაც მოჰყვა მშივდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, არიან დაშავებულები.

 

 

საქართველოს საგარეო უწყება გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.

 

 

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

 

 

თურქეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილებისას და თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს.

 

 

აქვე გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მომხდარის თაობაზე მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ სამართალდამცავებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

 

 

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:

 

 

(+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე,

(+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის

განმავლობაში“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში შაბათს, გვიან ღამით ქორწილში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 94 კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC გაზიანტეპის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. გაზიანტეპის გუბერნატორმა მომხდარი შეაფასა, როგორც "ტერორისტული აქტია". მან თავდასხმას "ბარბაროსული" ქმედება უწოდა და აღნიშნა: "მაგრამ ღმერთის ნებით, ჩვენ მას გადავიტანთ".  თურქეთის მმართველი პარტიის პარლამენტის წევრმა "თვითერზე" დაწერა, რომ დიდი ალბათობით, თავდასხმის უკან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები დგანან, თუმცა ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. გაზიანტეპი სირიის საზღვრიდან დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი