თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 50-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.
გაზიანტეპის გუბერნატორმა კი თავდასხმას „ბარბაროსული“ ქმედება უწოდა და აღნიშნა: „ღმერთის ნებით, ჩვენ მას გადავიტანთ“.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 94 ადამიანი დაიჭრა.
გაზიანტეპი სირიის საზღვრიდან დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.