საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში ქორწილის დროს მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, საქართველო გმობს ტერორიზმს და იმედოვნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანტეპში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს.
ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად“,-აცხადებს კვირიკაშვილი.
თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 50-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 100-მდე გაიზარდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.