პრემიერმა წალკაში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა -"ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს"
21-08-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა წალკის მოსახლეობას, წალკა-დმანისის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.

 

 

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი განვითარების გეგმით, საქართველო განვითარების იმ ეტაპს მიაღწევს, როდესაც ჩაყრილი იქნება საფუძველი გრძელვადიანი, განვითარებული, გაფერადებული და აგუგუნებული ქვეყნისთვის.

 

 

მისი განამრტებით, ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობითა და გონივრული საგარეო პოლიტიკით მიიღწევა.

 

 

„ჩვენ ვართ იმ ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თითოეული თქვენგანის პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს, რომლისთვისაც უცხო არ არის არც გაჭირვება, გამოგვივლია ყველანაირი საფეხური ცხოვრებაში. ჩვენსა და თქვენს შორის აღარ არსებობს ნაპრალი, დღეს ჩვენს მოსახლეობას სადამსჯელო სტრუქტურების აღარ ეშინია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში უდიდესი გარდატეხა მოხდა.

 

 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს საარჩევნო პროცესი თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, ის გაცილებით დემოკრატიული და მშვიდობიანია, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია.

 

 

„დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას დღეს აღარ ეშინია მთავრობის და სხვადასხვა სტრუქტურების, გვაქვს თავისუფალი მედია, სადაც თავისუფალი აზრი ისმის. ის, რომ შეიძლება ხშირად ისმოდეს მთავრობის კრიტიკა, არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იქიდან იგებთ, სიმართლეა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დემოკრატიის მახასიათებელი და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ განვითარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მან გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. მთავრობის მეთაურმა ყურადღება „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონსაც დაუთმო.

 

 

„ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც „მთის კანონი“ მიიღო და რომლითაც დიდი ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებში პედაგოგებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ოპონენტები ხშირად არიან ადამიანები, რომლებმაც „მთის კანონს“ მხარი არ დაუჭირეს და ძალიან გთხოვთ, როდესაც განსაზღვრავთ, ვის უნდა ენდოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად გაითვალისწინოთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა წალკის მოსახლეობას.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფრით კმაყოფილი არ არის, თუმცა არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სიყვარულით არ იყო ნაკარნახევი. მთავრობის მეთაური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.

 

 

როგორც წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს.

 

 

„წალკა, როგორც დმანისი მრავალეთნიკურია. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველები ცხოვრობენ. ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ბერძნები, აზერბაიჯანელები, რუსები. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ვიცით და ამ დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებთ, ვუფრთხილდებით. წარსულში საქართველო დიდი პრობლემების მომსწრეა. ვნახეთ სამოქალქო დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა, ეკონომიკის ჩამოშლა, იყო ბევრი წარმატებაც. რატომ ხდებოდა ეს რყევები ჩვენს ქვეყანაში წარსულში?! ჩვენ მიერ არჩეული მთავრობები, სამწუხაროდ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა კვალიფიციური, მდგრადი, გაწონასწორებული პოლიტიკოსების დეფიციტი. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ირგვლივ, შევქმნათ კვალიფიციური ხალხისგან შემდგარი „ქართული ოცნების“ სრულიად ახალი გუნდი, რომელიც წინ წაიყვანს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მე გამაჩნია წლების განმავლობაში ბიზნესსა და პოლიტიკაში დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა. მინდა, რომ ეს გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წალკასა და დმანისს, მოვახმარო ამ ახალ კვალიფიციურ გუნდთან ერთად. დღეს ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალუძს ქვეყანა, ხალხი წინ წაიყვანოს. ჩვენ გვაქვს ოთხ პუნქტიანი კონკრეტული გეგმა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მოდით, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ერთობლივად შევქმნათ ჩვენი შვილების მომავალი საქართველო. ძვირფასო წალკელებო, თქვენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი