გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარებას
21-08-2016, 07:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.

 

 

როგორც მან გოდერძი ჩანქსელიანის წარდგენისას განაცხადა, რაიონს ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თეთრიწყარო კიდევ უფრო გალამაზდეს და საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი, ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულება გახდეს.

 

 

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარებას და სპეციალურად თეთრიწყაროსთვის ტურიზმის განვითარების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა შეიქმნება“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას გასული პერიოდის განმავლობაში გახორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2011 წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში - ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი, იმ დროისთვის გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.

 

 

„თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ დღევანდელი წინასაარჩევნო კამპანია იმას, რაც ხდებოდა ოთხი წლის წინ საქართველოში. განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. შეგიძლიათ, შეადაროთ დღევანდელი მედიასივრცე, სატელევიზიო ახალი ამბები, რომლებიც გადმოსცემდნენ ერთსა და იმავეს, დღეს სრულიად განსხვავებული სურათია. ხშირად ისმის კრიტიკა, შეიძლება ხანდახან გულიც გვეტკინოს არაობიექტური კრიტიკის გამო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ეს არის დემოკრატიული განვითარების გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმ ბრძოლოს შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში გასწია. ეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელიც აღარ გადადის ჩვენი მოქალაქეების ზურგებზე, ჩვენ მათი უფლებების დარღვევით არ მივდივართ წინ. ვაშენებთ ახალ ქვეყანას, რომელიც იქნება თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საუკეთესო ეროვნულ ქართულ ტრადიციებს და რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაზე. მისი თქმით, 3 მილიარდი ლარი იხარჯება ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 35%-ია, ხოლო სოფლის მეურნეობას უპრეცენდენტოდ მაღალი ყურადღება ეთმობა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმის შექმნაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ქვეყნის თვისობრივად შეცვლის საშუალებას იძლევა.

 

 

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული გამოცდილება, კომპეტენცია, თანამედროვე და ამავე დროს, საუკეთესო ეროვნული ფასეულობები. ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, რომლისთვისაც უცხო არ არის არაფერი ადამიანური. გაჭირვება ჩვენ პიროვნულად გამოგვიცდია და გაგვივლია. ჩვენ თქვენი ცხოვრებით გვიცხოვრია და ვცხოვრობთ დღესაც. სწორედ ამიტომ, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია, გააერთიანოს მთელი საქართველოს საზოგადოება, დაასრულოს გათითოკაცებული საქართველო და ავაშენოთ ერთიანი, გალამაზებული, გაფერადებული, ამუშავებული, დაქოქილი და აგუგუნებული ქვეყანა. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა თეთრიწყაროს მოსახლეობას.

 

 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ჩანქსელიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩემს გაკეთებულ საქმეებზე მეტყველებს ჩემი წარსული. მე მოვდივარ ბიზნესიდან, თუმცა ბიზნესამდე არაერთ თანამდებობაზე ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ვმუშაობდი ქვემო ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად ვიცი თქვენი გასაჭირი და პრობლემები. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ თეთრიწყარო ვაქციოთ ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად საქართველოში. საქმეში დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. დიდი მადლობა, რომ დღეს ვხედავ ასეთ ხალხმრავალ შეკრებას. მე დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, ვიზრდებოდი ქართველების, სომხების აზერბაიჯანელების, ბერძნების, უკრაინელებისა და რუსების გვერდით. როგორც იცით, ჩვენს რაიონში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. არ გამიჭირდება მათთან საერთო ენის გამონახვა. ნებისმიერ პრობლემას ერთობლივად გადავწყვეტთ. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მუშა შეხვედრებს ყველა საარჩევნო უბანში და ვისაუბრებთ თეთრიწყაროსა და გარდაბნის საჭირბოროტო საკითხებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნდობისა და მობრძანებისათვის“, - აღნიშნა გოდერძი ჩანქსელიანმა.

 

 

კომენტარები: 43
#43   Joycelyn
      
References:


Casino banking wire transfer australia australian online
casino wire transfer
გუშინ, 21:54
#42   Margo
      
References:


BPay pokies reviews Australia bpay
pokies online casino
29 ოქტომბერი 2026 13:49
#41   Micheal
      
References:


Payid pokies bonus codes https://www.nlvbang.com/home.php?mod=space&uid=3317688
29 ოქტომბერი 2026 07:25
#40   Malcolm
      
References:


Payid pokies instant withdrawal australia dobryakschool.ru
27 ოქტომბერი 2026 06:02
#39   Horace
      
23 ოქტომბერი 2026 22:16
#38   Keri
      
23 ოქტომბერი 2026 19:12
#37   Mai
      
References:


Online casinos that accept neosurf australia http://www.old.90asjdo3a.рф/user/roseticket26/
19 ოქტომბერი 2026 13:43
#36   Dulcie
      
References:


Neosurf casino tips australia http://www.sg588.tw
19 ოქტომბერი 2026 11:40
#35   Franziska
      
References:


Legit credit card casinos australia https://graph.org/Best-Online-Mastercard-Casinos-Australia-2026-10-18
19 ოქტომბერი 2026 00:21
#34   Terrie
      
References:


Best BPay casino bonus Australia 5
minimum deposit pokies bpay
18 ოქტომბერი 2026 18:03
#33   Shasta
      
References:


BPay pokies no download http://daojianchina.com/home.php?mod=space&uid=1530717
18 ოქტომბერი 2026 14:39
#32   Lucile
      
18 ოქტომბერი 2026 04:11
#31   Ashleigh
      
References:


Top payid pokies australia pad.batsense.net
18 ოქტომბერი 2026 00:37
#30   Jamison
      
References:


Payid pokies instant withdrawal australia kloster-emborg.federatedjournals.com
17 ოქტომბერი 2026 15:31
#29   Lester
      
References:


Payid pokies reviews https://app.wedonthavetime.org/
17 ოქტომბერი 2026 13:54
#28   Phillip
      
References:


Payid pokies real money no deposit best payid pokies sites
17 ოქტომბერი 2026 13:04
#27   Wilhemina
      
References:


1 dollar deposit casino paysafecard canada new paysafe casinos canada
17 ოქტომბერი 2026 06:30
#26   Rudy
      
References:


Android casino paysafecard https://intensedebate.com/people/debtpeen97
16 ოქტომბერი 2026 02:04
#25   Rosalind
      
References:


Aussie neosurf casinos https://rdcvw.com/
14 ოქტომბერი 2026 01:00
#24   Tawnya
      
References:


Best online pokies payid gpsites.win
14 ოქტომბერი 2026 00:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი