მიხეილ სააკაშვილი: ღარიბაშვილსა და პოროშენკოს შორის "უცნაური საუბარი" ჟვანიას საქმეს ეხებოდა
17-02-2015, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიხეილ სააკაშვილი სრულად არ აკონკრეტებს თუ რა სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის. იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს "უცნაური საუბარი" იყო და ზურაბ ჟვანიას საქმეს ეხებოდა. ამის თაობაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2" -ის გადაცემა "არჩევანი"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 


„პრეზიდენტმა პოროშენკომ მითხრა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან უცნაური საუბარი ჰქონდა. მე პრეზიდენტმა პოროშენკომ მომიყვა და ჭორიკანა ხომ არ ვარ მათსავით. მე მაქვს ჩემი ვალდებულებები. საუბარი იყო ჟვანიას საქმეზე, ეს იყო მათი საყვარელი თემა, ესენი მიყვებიან რუსულ კლიშეებს. რუსეთმა თავიდანვე რამდენიმე რამე შემოაგდო, რომელსაც ისინი გაყვნენ და ერთ ერთი არის ჟვანიას საქმე; ეს საქმე ყველა რუსი ოლიგარქის საყვარელი საქმე იყო. ჯერ ბადრი პატარკაციშვილმა შემოაგდო ეს თემა, მაგრამ ჟვანიაზე საქმე არ არსებობს, არსებობს უბედური შემთხვევა, რომელიც დაემართა ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს, ზურაბ ჟვანიას“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი