თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი ელიზბარ ოდიკაძე, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ნახევარფინალში გავიდა.
ელიზბარ ოდიკაძე შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. მისი პირველი მეტოქე კი სომეხი გეორგი კეტოევი იყო, რომელთანაც დიდი ანგარიშით, 8:1 მოიგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს ეჭიდავა, მეტოქეს ანგარიშით 6:1 სძლია.
მომდევნო ეტაპზე ოდიკაძე ამერიკელ კაილ სნაიდერს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.