საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანტეპში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს.
„მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანტეპში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც რამდენიმე ათეული უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანტეპში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 50-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 100-მდე გაიზარდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.