პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წალენჯიხა-ჩხოროწყუს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან ქარდავა წარადგინა.
შეკრებილ მოსახლეობას პარტიის ლიდერებმა მიმართეს. დავით ბაქრაძემ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა კი რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.