მიხეილ სააკაშვილს უჭირს იმის ახსნა თუ რატომ მიადგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაინცდამაინც უკრაინის ელჩს ვასილი ციბენკოს და უწყებაში არ დაიბარა, ევროკავშირის, ნატოს ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები. "უკრაინა დაბალი ღობეა თუ როგორ არის?“ - იკითხა მან "რუსთავი 2" -ის გადაცემა "არჩევანი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმ თემაზე კომენტირებისას, რომელიც მის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასა და უკრაინის ელჩის ქართულ საგარეო უწყებაში დაბარებას უკავშირდებოდა.
„რაც შეეხება უკრაინის ელჩის დაბარებას, ერთი რამ არ მესმის უკრაინის ელჩით რატომ დაიწყეს? ამასწინათ ევროპარლამენტმა საპატიო სტუმრის სტატუსით მიმიწვია სტრასბურგში საქართველოს ასოიცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე, თავიდან მარტო მე მიმიწვიეს, საქართველოდან არავინ მიდიოდა, ატყდა ჩოჩქოლი და გამოაგზავნეს დელეგაცია, რომლებმაც ჩათვალეს საჭიროდ, რომ არც მომსალმებოდნენ და შეშინებულებს დაეჭირათ თავი, თითქოს კეთროვანი ვიყავი. ასე არ იქცევიან 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. მაგრამ ერთია მათი, მეორე კი ხალხის რეაქცია. ევროპარლამენტმა რომ დამპატიჟა და ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე რომ გავფრინდი, სადაც მრგვალ მაგიდასთან იჯდა მერკელი, აღარ მახსოვს, უამრავი პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე პრეზიდენტი და ა.შ. ევროპის კავშირის ელჩს რატომ არ მოუწყვეს დემარში? ეს ხომ ევროპის კავშირის ქმედებებია. მაშინ როცა გააუქმეს ჩემი დიპლომატიური პასპორტები, ამ გაუქმებულ დიპლომატიურ პასპორტებში ამერიკის მთავრობამ რამდენიმეწლიანი სამუშაო ვიზა ჩამირტყა, რომელიც საშუალებას მაძლევს ვიმუშაო, შემოსავალი მივიღო, ვიყო დაუბრკოლებლად და ა. შ. ამერიკის ელჩს რატომ არ იბარებენ? ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიწერა წერილი ინტერპოლს, სადაც გამოხატავს ჩემს მიმართ სრულ მხარდაჭერას. ნატოს ელჩს რატომ არ იბარებენ? უკრაინა დაბალი ღობეა თუ როგორ არის?“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.