ხობის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატად პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინათ ირაკლი ბერაია წარადგინა.
ირაკლი ბერაია წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტიდანაა და ბანკ ”ქართუში” მუშაობს.
ხობის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა გუშინ მოხსნა.
ბერაიას წარდგენამდე დღეს პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გოდერძი ბუკიამ ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროში, ბიზნესსექტორში დაბრუნება არჩია.
„ბატონი გოდერძი ბუკიას ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ იგი აპირებს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, მათ შორის საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით. ბატონმა გოდერძიმ არჩია ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან, ბიზნესსექტორს დაბრუნებოდა. ეს მისი მხრიდან არის ღირსეული ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს. მივესალმებით, რომ ბატონი გოდერძი ბუკია რჩება გუნდის წევრად და მხარდამჭერად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.