97 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში რუმინეთის წარმომადგენელ ალბერტ სარიტოვთან 10:0 დამარცხდა. ოდიკაძემ საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა. ამრიგად, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ რიოს ოლიმპიური თამაშები 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მანამდე ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში ამერიკელ კაილ სნაიდერთან 9:4 დამარცხდა.
ელიზბარ ოდიკაძე შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. მისი პირველი მეტოქე სომეხი გეორგი კეტოევი იყო, რომელთანაც დიდი ანგარიშით, 8:1 მოიგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს ეჭიდავა, მეტოქეს ანგარიშით 6:1 სძლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.