რიოს ოლიმპიადა შთამბეჭდავი ცერემონიით და 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ტოკიოსთვის ესტაფეტის გადაცემით დასრულდა.
როგორც BBC წერს, ბრაზილიური ხელოვნების ზეიმით, მრავალფეროვანი ცერემონია წვიმიან მარაკანაზე თითქმის სამი საათი გაგრძელდა.

„ეს იყო ჩინებული ოლიმპიადა, ჩინებულ ქალაქში“, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, თომას ბახმა.
„ბოლო 16 დღის განმავლობაში, გაერთიანებულმა ბრაზილიამ ყველა ჩვენგანისთვის რთულ დროში, თავისი ცხოვრების უძლეველი სიხარულით, აღაფრთოვანა მსოფლიო".

ბახმა, 16 დღიანი შეჯიბრების შემდეგ, ოფიციალურად დახურა 31-ე ოლიმპიადის თამაშები, რომელშიც 206 ეროვნების და ლტოვილი გუნდის 11 303 ათლეტი იყო წარმოდგენილი.

დახურვის ცერემონიისას ერთ-ერთი ყველაზე ოვაციური შეძახილები გამოიწვია იაპონიის პრემიერ მინისტრის შინზო აბის გამოჩენამ, რომელიც კომპიუტერის თამაშის სახასიათო „სუპერ მარიოს“ მსგავსად იყო ჩაცმული და რომელმაც უზარმაზარი მწვანე მილი აღმართა სტადიონზე.

რიო 2016-ის დახურვის ცერემონიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი უყურებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.