ნოდარ ჯავახიშვილი: ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები ახალი, ექსპერიმენტული მეთოდით მიმდინარეობს
22-08-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები ახალი, ექსპერიმენტული მეთოდით მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ექსპერიმენტული მეთოდით მუშაობის ეს პირველი შემთხვევაა. ახალი მეთოდით გზის საფარის მოწყობა 1 კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარი ჯდება, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი კი უფრო მდგრადი და მყარი უნდა იყოს.

 

 

"დღეში შეიძლება ერთი კმ გზა დაიგოს საკმაოდ კარგი, ხანგრძლივად მედეგი, ხანგრძლივად მოქმედი. რაც მთავარია, ეს გაცილებით იაფია, ვიდრე ვთქვათ სხვა ნებისმიერი მეთოდით. ჩვენ ამ მეთოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ სოფლის გზების მშენებლობაში", - განაცხადა "იმედთან" საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

 

ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო მონაკვეთზე სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "აგეტე" უსასყიდლოდ ახორციელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი