"მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ხსოვნის წინაშე, რომელიც ბევრად პირნათლად შევასრულე, ვიდრე ბევრმა მისმა სხვა ფორმალურმა ახლობელმა", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევან"-ში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის კომენტირებისას.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჟვანიას საქმეში არსებული მასალების გასაიდუმლოების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნოდა, რადგანაც მაიჩნდა, რომ ზედმეტი დეტალების გამჟღავნება ქართული სახელმწიფოს მიმართ გარკვეულ უპატივცემულობა იქნებოდა.
“ზურა დაიღუპა გაზის მოწამვლით და ეს იყო მაშინ ჩვეულებრივი ამბავი –გაზით 200-300 იღუპებოდა იმ პერიოდში ყოველწლიურად. ამბობენ, როგორ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრს ასეთი რამ დამართოდაო – ზურა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, არ ჰქონდა მდიდრული აპარტამენტები – არც ერთს არ გვქონდა ჩვენ.
ზუსტად ისეთივე “კარმა” გვეყენა ჩვენ და ეს რომ მოხდა, დავურეკე დედაჩემს და ვუთხარი, სასწრაფოდ გამოცვალე-თქო, მერე გავუგზავნე 500 თუ 700 დოლარი რომ ახალი, ჩეხური სისტემის უკეთესი გამათბობელი ეყიდა. ყველანი ასეთ პირობებში ვიყავით. მაგრამ ამას არ ჰქონდა არავითარი კავშირი მის პირად ცხოვრებასთან.
მე არასდროს მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ასეთი თავდასხმები იყო – ბოლო მიტინგი საკრებულოს წინ ასლან აბაშიძემ მომიწყო შემდეგი ლოზუნგით – “ძირს ცისფერი სააკაშვილი”. ასეთ რაღაცეებზე მაქვს ალერგია, ალერგია მაქვს ამ თემებზე ლაპარაკის, ამიტომ არასდროს მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა აბსურდი უწოდა ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ დასკვნის მომზადებისას საქართველოს მთავრობას ანგარიში გაუწია.
“FBI ჩვენ არ მოგვიწვევია – ბუში რომ ჩამოვიდა მითხრა, ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ ეს არის ახალი იუშჩენკოო – რუსების გაკეთებული. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გამოეშვათ ჯგუფი და გამოგვეძიებინა რა მოხდა. ჩამოვიდა ეს ჯგუფი და დაწერა ის დასკვნა, რაც დაწერა. როგორ ფიქრობთ, FBI-მ სააკაშვილს გაუწია ანგარიში და ის დაწერა, რაც მე მინდოდა?
რაც შეეხება დასკვნა რატომ არ გამოქვეყნდა, ამაზე ბევრი კამათი გვქონდა. როცა პირველად დაიწყო ჟვანიას სიკვდილზე ბრალდებები, ზურაბ ადეიშვილმა მითხრა, ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე და თავად განსაჯოსო. მე ვუთხარი, არ მაინტერესებს თქვენი ემოციები-თქო. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვთვლი, რომ არ იყო შეცდომა. მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ხსოვნის წინაშე, რომელიც ბევრად პირნათლად შევასრულე, ვიდრე ბევრმა მისმა სხვა ფორმალურმა ახლობელმა.
ის იყო ადამიანი, ვინც მომიყვანა პოლიტიკაში, ვისთანაც მაკავშირებდა ძალიან ახლო, თბილი, მჭიდრო და ახლობლური ურთიერთობა. მიმაჩნდა, რომ მისი სახელის გარშემო სპეკულაცია ეს იყო ცუდი საქართველოს ისტორიის წინაშე, ეს იყო ჩემი პირადი ვალი მის წინაშე. როცა ადეიშვილმა მითხრა, ვუთხრათ საზოგადოებას ყველაფერიო, მე ვუთხარი, როგორ გგონიათ, საზოგადოებას გაუხარდება, რომ ყველანაირი თეთრეული გამოვფინოთთქო. რაც ეხება პირად ცხოვრებას, ეს არის პირადი ცხოვრება და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ამაზე მაქვს გართულება. მე მიმაჩნდა, რომ ზედმეტი დეტალების გამჟღავნება იქნებოდა ქართული სახელმწიფოს მიმართაც გარკვეული უპატივცემულობა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
რაც შეეხება მისი მისამართით ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მათ ურჩევს, გვამს ექსგუმაცია ჩაუტარონ.
“გამოიძიონ, გააკეთონ ექსგუმაცია. ზურასთან შედარებით დანარჩენი ხალხი არის იმდენად წვრილმანი, რომ არ იმსახურებს ჩემგან კომენტარს”, – დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.