ოთარ კახიძე: ინაშვილს და ივანიშვილს, რომლებიც ბედუკაძესთან ერთად ერთი პროექტის წარმომადგენლები არიან, ამომრჩეველი პასუხს 8 ოქტომბერს გასცემს
22-08-2016, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი პირდაპირ ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას და არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საქართველოში.

 

 

ამის შესახებ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ინაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს.

 

 

ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ინაშვილს და ივანიშვილს, რომლებიც ბედუკაძესთან ერთად ერთი პროექტის წარმომადგენლები არიან, ამომრჩეველი პასუხს 8 ოქტომბერს გასცემს“.

 

 

„ირმა ინაშვილი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ციხის კადრების დადგმაში, რომელსაც იგი თავად ადასტურებს, არავითარი მორალური უფლება არ აქვს ისაუბროს, რომელიღაც პარტიის აკრძალვაზე, ეს ადამიანი პირდაპირ ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას და არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საქართველოში. მე ვთვლი, რომ ირმა ინაშვილსაც და ბიძინა ივანიშვილსაც, რომლებიც ლადო ბედუკაძესთან ერთად ერთი პროექტის წარმომადგენლები არიან, 8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გასცემს პასუხს, რომელიც არჩევანს საქართველოს წინსვლის სასარგებლოდ გააკეთებს“, - აღნიშნა კახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი