თბილისის მერს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 25 აგვისტოს საკრებულოში იბარებენ. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზბეგის 24 ნომერში, ათეულობით ხის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილსიის მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზია.
"ჩვენ ხუთშაბათს საკრებულოში ვიბარებთ თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ”, - განაცხადა აბესაძემ.
ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრებთან ერთად ფრაქცია „რესპუბლიკელების“, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ესწრებოდნენ. მათ ერთობლივად ხელი მოაწერეს განცხადებას, რითაც თბილისის მერს საკრებულოში 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშით იწვევენ.
ირაკლი აბესაძის თქმით, ამ დრომდე თბილისის მერმა არ იკადრა ნებაყოფლობით გამოცხადებულიყო საკრებულოს სხდომაზე იმ მწვავე საკითხებზე პასუხის გასაცემად, რაზეც მას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები მოუწოდებდნენ.
„ნარმანია საკრებულოში მოსვლას თავს არიდებდა, არმოსვლის შემთხვევაში ახლა ის პირდაპირ დაარღვევს მის მიერვე დაწერილ კანონმდებლობას, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან ნამდვილად არ გაგვიკვირდება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ის თავს ჩათვლის ვალდებულად, კანონი მაინც არ დაარღვიოს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემთხვევა ერთეული არ არის, ქალაქის ცენტრში, სადაც ყველაზე მწვავედ დგას გამწვანების პრობლემა, ათეულობით ხე მოიჭრა. თბილისის მერი კი აცხადებს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ არის და მხოლოდ კერძო პირის დანაშაულია.
ფრაქცია ”რესპუბლიკელების” სახელით დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრა არ არის ერთადერთი ფაქტი და ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისის მერი უნდა მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რაც აწუხებს არა მარტო დეპუტატებს, არამედ მოსახლეობას”, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების განცხადებას საკრებულოს 4 ფრაქცია - ”ნაციონალური მოძრაობა” „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”, ფრაქცია ”გაერთიანებული დემოკრატები” და 13 დეპუტატი აწერს ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.