უიარაღოს, ყოფილი ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, სწრაფი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ორ ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლლების ოჯახის წევრები მომხდარ შემთხვევას ქუჩის არალეგალურ რბოლას უკავშირებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
სანქციების გამკაცრება პრობლემის მოგვარების გზად მიაჩნიათ ავტომრბოლელებსაც. მათი თქმით, არალეგალური რბოლებისთვის თბილისში რამდენიმე ადგილი არსებობს, რომელთა შესახებაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ჩანიშნულია ექსპერტიზები და ჯერჯერობით დაუდგენელია, არის თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა არალეგალურ რბოლასთან კავშირში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.