მერაბ მეტრეველმა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა: გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება
22-08-2016, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მერაბ მეტრეველმა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. პოლიტიკური გაერთიანების დატოვების შესახებ მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.

 

 

“ბატონი მერაბ მეტრეველი ტოვებს ჩვენს პარტიას. ჩვენ გვქონდა უკვე ამაზე საუბარი, ჩვენ ვიცით მიზეზი, თვითონაც მოგახსენებთ. ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა იმ გაწეული მუშაობისთვის, რაც მან ჩაატარა ჩვენთან ერთად“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე.

 

 

როგორც თავად მერაბ მეტრეველი განმარტავს, მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი რამდენიმე დღის წინათ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება გახდა.

 

 

“არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია, ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ვუსურვო წარმატება ამ პარტიას და ვუსურვო გამარჯვება არჩევნებში“ - აღნიშნა მეტრეველმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი