ერაყის მთავრობამ 36 მამაკაცი ჩამოახრჩო, რომელთაც ბრალად ედებოდათ ასეულობით სამხედრო ახალწვეულის მასობრივი დახოცვა. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, აღნიშნული პირები დამნაშავედ სცნეს ე.წ. სპეიჩერის მასობრივ მკვლელობაში, რომელსაც ეს სახელი მას შემდეგ შეარქვეს, რაც თიკრიტის ბაზის სიახლოვიდან 1 700 ახალწვეული გაიტაცეს და მოკლეს.
პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მკვლელები სუნიტი ჯიჰადისტები და მათი მოკავშირე ამბოხებულები იყვნენ.
36 ბრალდებულის სიკვდილით დასჯა ნასირიაჰის ციხეში მოხდა.
დიყარის პროვინციის გუბერნატორის ოფისის წარმომადგენლის თქმით, ჩამოხრჩობის პროცესს დიყარის გუბერნატორი იაჰია ალ-ნასერი და იუსტიციის მინისტრი ფეიდარ ალ-ზამილი ესწრებოდნენ.
გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით კი სპეიჩერის მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის მსხვერპლიდან 400 დიყარის პროვინციიდან იყო, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული.
სიკვდილით დასჯის პროცესს მსხვერპლის ათეულობით ნათესავი დაესწრო. ისინი გაჰყვიროდნენ: „ ალაჰ აკბარ [ღმერთი უდიდესია]“.
გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ამ ადამიანების სიკვდილით დასჯით ბედნიერები იყვნენ.
30 წლის ნაჯლა შააბი, რომლის ქმარიც მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას შეეწირა, ერთ-ერთი იყო, რომელიც ჩამოხრჩობის პროცესს დაესწრო. მას რამდენიმე შვილი დარჩა, რომელთა გაზრდაც ქმრის გარეშე უწევს. „მადლობა ღმერთს, ეს სამართლიანი დასჯაა იმ ყველაზე საშინელი დანაშაულისთვის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს. ისინი ცხედრებს მდინარეში ყრიდნენ და ადამიანებს ცოცხლად მარხავდნენ“,-განაცხადა ნაჯლა შააბიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.