,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით ვეტერანთა დეპარტამენტში აუდიტის სამსახური შედის, - განაცხადეს პარტიის წევრმა, თამარ ამაშუკელმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვახტანგ მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მათივე ცნობით, როდის და რა ვადებში მოხდება ამ პროცედურების ჩატარება, ჯერჯრობით უცნობია.
,,თავისუფალი დემოკრატები’’ მოითხოვს, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკვლევა და არ გაიწელოს საარჩევნო პროცესის დასრულებამდე.
,,4 აგვისტოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით ოფიციალური წერილი გაეგზავნა აუდიტის სამსახურს მოთხოვნით - აუდიტის სამსახური შესულიყო ვეტერანთა დეპარტამენში.
,,თავისუფალი დემოკრატებისათვის“ ვეტერანული არასამთავრობოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამოვლენილია საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ფლანგვა, სამუშაო შტატების არარაციონალური ზრდა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურისგან მოვითხოვთ, რომ შემოწმება განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, რათა გაირკვეს თუ სად და როგორ იხარჯებოდა ვეტერანებისთვის განკუთვნილი ფინანსები.
,,თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვამ აუდიტის სამსახურის მიმართ შედეგი გამოიღო და აუდიტის სახელმწიფი სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, აუდიტის სამსახური არაგეგმურად შეამოწმებს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსურ საქმიანობას, თუმცა არ არის მითითებული -როდის და რა ვადებში მოხდება ამ პროცედურების ჩატარება. ჩვენთვის, ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის“ უმნიშვნელოვანესია უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკვლევა და არ გაიწელოს საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. ამ დეპარტამენტში არაერთი დარღვევაა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და შესაბამისად ვითხოვთ სასწრაფო მოკვლევას’’, - აცხადებენ პარტიის წევრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.