„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წინასწარ არიან შერჩეული ის პროფესიული წევრები, ვისაც მათი ზეგავლენის ქვეშ მყოფმა საოლქო კომისიის წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ, რათა გააკონტროლონ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, კომისიების წევრთა ვინაობა შეთანხმებულია ზუგდიდში, უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელთან, გოგი ნაჭყებიასთან.
„მე ხელთ მაქვს ის სია, რომელიც საარჩევნო კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს. რეკომენდატორების ველში მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და გრიხა მიქავა, რომელიც ახლა მერაბ ქვარაიას შტაბის უფროსია, მანამდე კი როლანდ ახალაიას შტაბში მუშაობდა. კომისიების წევრთა ვინაობა შეთანხმებულია უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელ გოგი ნაჭყებიასთან. ეს არის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აგრძელებს „ქართული ოცნება“. ხელისუფლებას სურს, რომ ზუგდიდელებს არჩევანი მოპაროს“,-განაცხადა ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.