პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი: პაატა ბურჭულაძის ოფისში სკამიც კი „ნაციონალური მოძრაობის“ ჰაერით სუნთქავს
22-08-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესმენის, თბილისის „ტოიოტა ცენტრის“ დირექტორის, „საქართველოს განვითარების ფონდის“ [რომელიც გადაკეთდა მოძრაობად სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“] ერთ-ერთი თანადამფუძნებლის,  ირაკლი გურჩიანის განცხადებით, მან პაატა ბურჭულაძის მოძრაობა 2016 წლის ივნისის თვეში იმიტომ დატოვა, რომ ის ოდესიდან იმართებოდა.

 

 

ამის შესახებ გურჩიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„როდესაც დავრწმუნდი, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოდესიდან იმართებოდა, პარტია მაშინვე დავტოვე. მადლობა ღმერთს, სწორი გზა დროულად დავინახე. პაატამ პარტიის ჩამოყალიბება სწორედ მე, 2015 წლის სექტემბერში შემომთავაზა, – მაშინ პირველი კითხვა შემდეგი მქონდა: ხომ არ იყო ის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის ინტერესებთან? პაატამ ჩემი ეჭვები კატეგორიულად უარყო“,- ამბობს გურჩიანი.

 

 

როგორც თბილისის „ტოიოტა ცენტრის“ დირექტორი აღნიშნავს, პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოძრაობამ ოფისების გახსნა რეგიონებში დაიწყო. გურჩიანის თქმით, მისი მხრიდან გამოთქმული უარყოფითი რეკომენდაციის მიუხედავად, ოფისებში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ინიშნებოდნენ.

 

 

როგორც გურჩიანი აღნიშნავს, ის პირადად მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების შერჩევაში.

 

 

„ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვკითხე იგივე და ისევ კატეგორიულად იუარა. ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე არ მქონდა უფლება, მისი პასუხისთვის არ დამეჯერებინა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომატყუა. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ გამეხსნა, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდი, მოძრაობა დავტოვე! პარტიის ოდესიდან მართვის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც რეგიონებში ოფისების გახსნა დავიწყეთ – ყველგან მხოლოდ ყოფილი „ნაციონალები“ მოდიოდნენ. პირადად მე კადრების შერჩევაში ვმონაწილეობდი. ბევრი ჩემ მიერ დაწუნებული კადრი, ჩემი უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მაინც ინიშნებოდა. ჩემს შეკითხვაზე, რატომ მიიღეს ჩემგან დაწუნებული ესა თუ ის კადრი პარტიაში, მპასუხობდნენ, რომ თავადაც შეცდომაში შეიყვანეს და ადამიანებს მათი მეგობრის რეკომენდაციით ნიშნავდნენ, იმასაც მეუბნებოდნენ, ეს ადამიანები ჩვენი ერთგულები იქნებიანო. წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მეუბნებოდნენ, იმ უბედური 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიყავით და 2014 წლამდე შტაბში ან გაუგებრობაში ვმუშაობდით, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. ერთი აპლიკანტი მოვიდა და როდესაც ვკითხე, რომელიმე პარტიის წევრი თუ ყოფილხარ-მეთქი, მიპასუხა, დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარო. ასეთი ადამიანები როგორ უნდა მიმეღო?! ბოლოს საერთოდ დავანებე გასაუბრებაში მონაწილეობას თავი, რადგან რაღაც „იურიდიული ძალა“ პარტიაში მხოლოდ „ნაციონალებს“ ასაქმებდა, თუმცა პარტიაში თანამდებობებზე მაინც ინიშნებოდნენ.

 

 

პაატა ბურჭულაძის ოფისში სკამიც კი „ნაციონალური მოძრაობის“ ჰაერით სუნთქავს“, – აცხადებს ირაკლი გურჩიანი.

 

 

 

კომენტარები: 5
#5   მერაბი
      
ეხლა რა სხვანაირად ჭიკჭიკებს გურჩიანი . ადრე ამბობდა პარტიის წევრი არ ვყოფილვარო და საიდან იცის ოფიში სკამი რითი სუნთქავს , მაგრამ ეტყობა სუსმა წაუჭირა მაგის ბიზნესს და გადაწყვიტა პაატა დაკარგოს და ბიზნესი შინარჩუნოს
22 აგვისტო 2016 09:00
#4   ია ჩხაიძე
      
აშკარად ჩანს , რომ გურჩიანი იძულებით საუბრობს, აიძულე ეტყობა ასე ეთქვა, სამწუხაროა!
22 აგვისტო 2016 08:28
#3   დათო
      
მახსოვს ეს კაცი ცოტა ხნის წინ სულ სხვა რაღაცას ამბობად და ასე უცბად რატომ შეიცვალა აზრი? ნუთუ ზეწოლას აქვს ადგილი?
22 აგვისტო 2016 08:12
#2   რუსუდანი
      
არასწორი საქციელია გუნდს, რომელთან ერთადაც მუშაობ და რომლის ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობა მიიღე ესე რომ ლანძღავ... ყველას აქვს თავისი აზრი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გამოხატავ და დააფიქსირებ მას.

როგორც ჩანს სუსისა და ოცნების მუშაობამ გაამართლა.. როცა წავიდა პარტიიდან ასე არ ჭიკჭიკებდა.. ბიზნეისის დაკარგვის შიშით კაცი რას აღარ იტყვის ...
22 აგვისტო 2016 08:05
#1   თეო
      
კარგად მახსოვს 3 თვის წინ საერთოდ სხვანაირად ისაუბრა და საერთოდ სხვა რაღაცეები თქვა, ახლა რაღაცეები შეიცვალა ეტყობა ამ 3 თვეში, სახელმწიფო ზეწოლის მანქანა კარგად მუშაობს და ალბათ მეგობრის დაკარგვა არცია ტოიტას ცენტრის დაკარგვას
22 აგვისტო 2016 08:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი