"მითხარით ერთი სფერო მაინც საქართველოში, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა!" -- იკითხა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საქართველოში მის დროს დაწყებული დიდი პროექტების შეჩერებამ, არასწორმა სავიზო პოლიტიკამ ეკონომიკური დაღმასვლა და ტურიზმის განვითარების შეჩერება გამოიწვია. ამ ფონზე კი, სააკაშვილი მომდევნო თვეებში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს.
"2012 წელს, როცა ჩვენ გადავაბარეთ ხელისუფლება, ლარის კურსი იყო 1,62. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი არის შემდეგ თვეებში ლარის კიდევ უფრო დაცემა. ეს იმიტომ კი არა, რომ მე მინდა, ეს არის ობიექტური შედეგი ყველაფერ იმისა, რის შესახებაც ხალხს ვაფრთხილებდით. ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენი დიდი პროექტები გაჩერდა ჩემ ჯინაზე. ამის შეჩერება რომ გამოიწვევდა ცხოვრების დონის გაუარესებას, სამსახურის დაკარგვას, რად უნდოდა ამას დიდი ფილოსოფია?! როგორ უნდა მოახერხო, რომ ტურიზმი, რომელიც ჩვენ დროს გაიზარდა 57 %-ით, 2-3 წელიწადში ეცემა 7 %-ით. რა არის, ატომური ბომბი გვესროლა ვინმემ, თუ რატომ მოხდა, ებოლა გავრცელდა, თუ რატომ შეიძლება შემცირებულიყო ტურიზმი ასე? – იმიტომ, რომ ვიზებს აღარ აძლევდნენ, არ იყო ის დახმარება, რაც საჭირო იყო. სააკაშვილის ახირებები რომ ეგონათ სასტუმროების მშენებლობა, ეს იყო ხალხის დასაქმების საშუალება. მე ავიკიდე ის სასტუმროები და წამოვიღე? მითხარით ერთი სფერო მაინც საქართველოში, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა! 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ხალხს ვეუბნებოდი – დაუსვით თქვენ თავს ერთი კითხვა, დღეს უკეთესი ვართ თუ არა, ვიდრე 2003 წელს? - მეუბნებოდნენ კი. ახლა მინდა დავსვა კითხვა - დღეს ხართ თუ არა უკეთესად ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო საყვარლებო, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბერს?", - მიმართა სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.