დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ვიდრე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მივა, საქმიანი შეხვედრა ექნება ქალაქის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, რათა გაარკვიონ, თუ როგორ მიმდინარეობს მოკვლევა ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ალიბეგაშვილის ცნობით, ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, რა კითხვებიც გაუჩნდება მას, თბილისის მერთან შეხვედრაზე დასვამს.
„თბილისის საკრებულო ყოველთვის მზად არის, ქალაქის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს და გამართოს საქმიანი შეხვედრები. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ უნდა დაემსგავსოს ე.წ. პოლიტიკურ თემას. ჩვენ ვფიქრობთ, ვიდრე მერთან გაიმართება შეხვედრა, ჩვენ გვექნება საქმიანი შეხვედრა ქალაქის ეკოლოგიის სამსახურის უფროსთან, რათა მოვისმინოთ თუ რა ეტაპზეა ძიება და როგორ უნდა განვითარდეს შემდეგ ქალაქის გამწვანების კანონი. ვფიქრობთ, ეს კანონი გასამკაცრებელია. ქალაქის მერია მუშაობს კიდევაც ამ თემაზე. უახლოეს ხანებში ეს კანონი იქნება შემუშავებული და საზოგადოებისათვის ცნობილი“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა, როდის გაიმართება ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსთან შეხვედრა.
„როდესაც ამას საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები გადაწყვეტენ, უახლოეს მომავალში, მერი მაშინ მოვა“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივად ხელი მოაწერეს განცხადებას, რითაც თბილისის მერს საკრებულოში 25 აგვისტოს რიგგარეშე ანგარიშით იწვევენ. ერთობლივ განცხადებას 13 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.