„საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრებები ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული“,-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე და არჩეულ პირთა შესახებ შედეგები ასევე გამჭვირვალე იქნება.
„ცესკო-მ საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა. პროცესი კანონის ფარგლებში მშვიდად მიმდინარეობს. დღესაც მიმდინარეობს არჩევნები რამდენიმე ოლქში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, ვისაც უფლებამოსილება გააჩნია. ჩვენი ინფორმაციით, ოლქებში, სადაც პროცესი დასრულდა, არჩეული არიან გამოცდილი ადამიანები, მათ, ვისაც წინა რამდენიმე არჩევნები საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ჩატარებული. ასევე არჩეულნი არიან საარჩევნო განვითარების სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები, შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ პროცესის გამჭვირვალობას და როგორც კი პროცესი დასრულდება, საარჩევნო ადმინისტრაცია გაასაჯაროებს ყველა იმ შედეგს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შედეგად დადგა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ბოლო დღეების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და რამდენიმე პარტია საუბნო-საარჩევნო კომისიების ასარჩევი წევრების წინასწარი სიების შესაძლო არსებობის შესახებ საუბრობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.