გიორგი კვირიკაშვილი: 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის შექმნის შესახებ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა
22-08-2016, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნინოწმინდაში გააკეთა, სადაც აგილობრივებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის გართიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარუდგინა.

 

 

"მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ, საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და თავისუფალი მედია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერის შეფასებით, გადაიჭრა ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფო აპარატის ზეწოლისგან, სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მრავალი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ასევე, გატარდა გონივრული საგარეო პოლიტიკა.

 

 

„ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა დაძაბულობა. ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, დავგეგმოთ ჩვენი სტაბილური განვითარების მომავალი ოთხი წელი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი