მაია ფანჯიკიძე საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს
18-02-2015, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებასა და ევროსტრუქტურებთან აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებს.

 

 

"რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს აქამდე ვხედავთ პრობლემებს. ჩვენ როცა ხელისუფლება დავტოვეთ, გვქონდა გარკვეული ვალდებულები, რომელიც ამჟამად არ სრულდება იმ ტემპით როგორც ეს უნდა კეთდებოდეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

ყოფილი მინისტრი ნატოში საქართველოს ელჩის ვაკანტური თანამდებობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ელჩის არყოლა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრამავებაში ხელისშემშლელი ფაქტორია.

 


"რატომ ჭიანურდება ეს პროცესი, გაუგებარია. არადა 2015 წლის ბოლოსთვის საწვრთნელი ცენტრი უნდა ამოქმედდეს საქართველოში. ამ სიტუაციაშია არ გვყავს წარმომადგენელი, რაც ხელს უშლის გეგმების განხორციელებას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 


"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე ისაუბრა აბაშიძე-კარასინის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათი შეხვედრა თებერვილის ბოლოს არის დანიშნული და ჯერ გარკვეული არ არის თუ რაზე იქნება საუბარი.

 


"ის ერთი თემა, რომელიც დასახელდა, შვეიცარულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ის საკითხი, რომელიც საქართველომ და რუსეთმა ორმხრივ ურთიერთობებში უნდა განიხილოს. გაუგებარია რას ემსახურება ეს შეხვედრა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი