ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით უკვე დასრულდა ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამი სოფლის ელექტრომომარაგებას ითვალისწინებს. ხელედის თემის სოფლებში – ბავარში, მანანაურსა და ცხუმალდში, სადაც 1987 წლის შემდეგ დენი არ ყოფილა, პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად აინთება შუქი, – განუცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ Guardian.ge–ს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების 80% დასრულებულია, მხოლოდ რამდენიმე მათგანის გადავადებას აქვს ადგილი, რაც ობიექტური მიზეზებით, სტიქიური მოვლენებით იყო გამოწვეული. "საკონსულტაციო საბჭომაც განიხილა ეს საკითხები და ყველაფერი ჯერჯერობით გეგმის მიხედვითაა", – აღნიშნა ჯამბურიძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არის დაბა ლენტეხის კეთილმოწყობა. "ამაში შედის "მჟავე წყლების" კეთილმოწყობა ფანჩატურებით და ა.შ. რაც შეეხება ასფალტის დაგებას, უკვე დასრულდა წელს რაც იყო გათვალისწინებული ამავე პროექტით. დაბის შემოსასვლელში კეთდება 7.5 მ სიმაღლის მემორიალი, რომელზეც დაეწერება "ლენტეხი". მიმდინარეობს ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. ამ ეტაპზე მეორე სართულის ფოიეს დასხმა (მშენებლობა) მიმდინარეობს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტია ასევე საავადმყოფო, რომელიც დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება", – განაცხადა გამგებელმა.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში მიმდინარეობს ხიდების და გზების რეაბილიტაცია, ხოლო სოფლების დიდ ნაწილში აღდგენილია წყალმომარაგების სისტემები.
"ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა ჩიხარეშის თემში: მელე-ჩიხარეში-ცანაში. ასევე გაკეთდა წყალსადენები. თითქმის 70% უკვე წყალმომარაგების სისტემის მთლიანად დასრულებულია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩოლურის თემში, ჟახუნდრის თემში, ჩიხარეშის თემში დასრულდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რაზეც დაახლოებით ნახევარი მილიონი დაიხარჯა. გაკეთდა ასევე სტადიონები - თანამედროვე სტილის სამი მინი სტადიონი.
"მთის განვითარების ფონდმა" მაღალმთიან დასახლებებში 406 ათასი ლარით დაგვიფინანსა სხვადასხვა პროექტი. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლინდა, ხელშეკრულებებიც დადებულია და მიმდინარეობს სამუშაოები. აღნიშნულის ფარგლებში ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები. ლეუშერი-მამისა და ხოფურის მონაკვეთებზე კი ნაპირსამაგრი სამუშაოების კეთება ჯერ არ დაწყებულა, რადგან ეს პროექტები ამ ეტაპზე ტენდერებზეა გატანილი და ველოდებით მის დასრულებას. არის კიდევ დამატებით გზა ჩოლურში - სადაც პროექტებზე 77 000 ლარი დაიხარჯება", – განუცხდა Guardian.ge–ს ამირან ჯამბურიძემ, რომლის ინფორმაციითაც უახლოეს დღეებში ელოდებიან რეგიონისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, ლენტეხი-უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის დაწყებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.