ტერაქტის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ბაღიშვილის ახლობელი: დაკავებულები უკრაინაში მებრძოლებს ეხმარებოდნენ
22-08-2016, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სუს-ის მიერ ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ირაკლი ბაღიშვილის ახლობლის განცხადებით, დაკავებულები უკრაინაში მებრძლებს ეხმარებოდნენ.

 


როგორც ირაკლი ბაღიშვილის ახლობელმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ამის გამო მათ უთვალთვალებდნენ.

 

 

„ეს ბრალდება სრული აბსურდია. ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს ირაკლის, არც „ზებოს“. არ ვიცი, ეს რით უნდა იყოს გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ ცუდი და ბინძური თამაშია. საეჭვოდ დაჰყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ მანქანით. ხშირად ამბობდა კიდეც, რომ გრძნობდა, უთვალთვალებდნენ. იყო არაპირდაპირი გაფრთხილებები, ინფორმაციები მოდიოდა, რომ ფორმა გაიხადე და უკრაინასთან ურთიერთობას თავი დაანებეო. ირაკლიც და ვოვაც ეხმარებოდნენ, აგროვებდნენ ფორმებს და რაღაცეებს და უკრაინაში ჯარისკაცებს უგზავნიდნენ, ამასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ“, - განაცხადა ირაკლი ბაღიშვილის ახლობელმა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი