გიორგი კვირიკაშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების საწარმო "ახალი მესხეთი" დაათვალიერა
22-08-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის პროდუქტების საწარმო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, - „ახალი მესხეთი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა დაათვალიერა.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასეთი საწარმოები უნდა გახდეს მაგალითი რეგიონში სხვა მეწარმეებისთვის, ვინაიდან დღეს სახელმწიფოს მხრიდან არის ყველანაირი ინსტრუმენტი, რათა ხელი შეეწყოს ახალი საწარმოების მშენებლობას.

 


პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოს არსებობა მესხეთში, განსაკუთრებით სუფთა ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

 


საწარმო დღეში 12 ტონამდე ადგილობრივ ნატურალურ რძეს იბარებს გადასამუშავებლად და ევროპული სტანდარტების მიხედვით უშვებს ყველის პროდუქციას, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, სუპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს შემქმნელები, სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებასაც გეგმავენ.

 


„ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ორი ტრანშით ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შეიქმნა, სადაც დასაქმებულია ათეულობით ადამიანი. საწარმო ადგილობრივ პროდუქციას იბარებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ირიბად, ამ საწარმოთი უკვე ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ვინაიდან ისინი ადგილობრივი რძის პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


საწარმოს პირველადი ინვესტიცია 120 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 60 000 აშშ დოლარი „ახალმა მესხეთმა“ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მიიღო. 2015 წელს კი, ბენეფიციარმა, დამატებით 140 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი მიიღო, რითაც საწარმოო სიმძლავრეები გააფართოვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი