ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ბექა ბექაურმა ბრალი აღიარა
22-08-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულმა ბექა ბექაურმა ბრალი აღიარა. ბექაურის მიერ ბრალის აღიარების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექაურის ადვოკატმა, მაია ჭრელაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი განმარტებით, ბექაური საავადმყოფოში მოინახულა, რომელმაც აღიარა, რომ ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილეობდა.

 


ბექაურის დეიდის, მზიანა სუბელიანის განცხადებით, მისი დისშვილი სასტიკადაა ნაცემი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

როგორც მან სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბექაურის ცემა დაკავებისას ან აღიარებითი ჩვენების მიღებისას მოხდა.

 

 

ბექაურის დეიდა არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ჩვენება მისცა მისმა დისშვილმა გამოძიებას და აღიარა თუ არა დანაშაული, თუმცა ვარაუდობს, რომ მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და ეს სწორედ „ცემის შედეგად მოხდა“.

 

 

„თუ დამნაშავეა, თუნდაც სიკვდილით დასაჯონ, მაგრამ მანამდე ცემა რა საჭირო იყო? როგორც ექიმმა ამიხსნა, თავის არეში აქვს ძვალი გატეხილი და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული ზიანი“, - განაცხადა ბექაურის დეიდამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი