უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და კიდევ 17 რუსი მაღალჩინოსანზე ძებნა გამოაცხადა.
უკრაინული პრესის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ შოიგუსთან ერთად, რუსეთის სხვა მაღალ 17 თანამდებობის პირს ბრალი დასდო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, სერიოზული დანაშაულების ჩადენაში.
ქვეყნის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, წერილობითი შეტყობინება მათ 10-დან 15 აგვისტომდე გაეგზავნათ.
ლუცენკოს თქმით, მათ შორის ვისაც წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ, სერგეი შოიგუს გარდა არიან: რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი, შოიგუს ორი მოადგილე და რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 მაღალი თანამდებობის გენერალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.