"რა, მაინცადამაინც "პანღური უნდა უთავაზოთ" მათ ბიძინა ივანიშვილმა, რომ დასტოვონ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები"?!
18-02-2015, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამბიციური "რესპუბლიკელები" მუდამ პოლიტიკურ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე ახდენენ აპელირებას და საინტერესოა, ამ შემთხვევაში რატომ ადეკვატურად არ რეაგირებენ, რა, მაინცადამაინც "პანღური უნდა უთავაზოთ" მათ ბიძინა ივანიშვილმა, რომ დასტოვონ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები?!.. – ციტატა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან: "რესპუბლიკელები", რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ".

 

 

დიახ, ასე დაახასიათა "რესპუბლიკელების" პოზიცია ივანიშვილმა და ამით უკვე მერამდენედ მიანიშნა მათ, რომ კოალიციიდან "გასასვლელი კარი ღიაა"! "რესპუბლიკელებს" მიუხვედრელობას" ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, აქ ეტყობა, რომ სხვა მიზეზია და იგი "რესპუბლიკელების" "მწარე საარჩევნო გამოცდილებაშია", მათ ხომ დამოუკიდებლად ვერც ერთხელ გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებშიც იგივე ელით! ამიტომ, დარჩენილ პერიოდში, რაც არ უნდა "შეამკოს" ისინი ივანიშვილმა, როგორც ჩანს "რესპუბლიკელების" მთავარი ამოცანაა, რომ, როგორმე დარჩნენ კოალიციაში, რათა გარანტირებულად მოხვდნენ ახალ პარლამენტში, მერე კი... დიახ, "რესპუბლიკელები" მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების" საბედისწერო შეცდომა არ გაიმეორონ, რომლებიც დღეს საქართველოს რეგიონებში "მოძრაობენ რეიტინგის ასამაღლებლად", მაგრამ ცხადად გამოჩნდა, რომ მათი ახალ პარლამენტში დამოუკიდებლად "მოხვედრა" – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი