ბათუმში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წევრები საოლქო კომისიაში უნდა აირჩიონ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებამ კომისიის წევრებს წინასწარ გადაუგზავნა მათი აქტივისტების და მხარდამჭერების სიები და ახლა მათი დამტკიცება სურთ საუბნო კომისიებში.
„არჩევნებს ჩაატარებს ის კომისია, რომელიც შემოთავაზებულია, პირდაპირ პატარაძის და სუს-ის მიერ. ეს სიები დაწერილია პატარაძის კაბინეტში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ესენი ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.