თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია განახლდა. „პარტიზანული მებაღეობის“ წევრ ნატა ფერაძეს აქციაზე მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.
კერძოდ კი ნატა ფერაძის მხარდასაჭერად მერიასთან „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ.
ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, ნატა ფერაძე მერიასთან მეექვსე დღეა შიმშილობს, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით მერიისგან არანაირი პასუხი არ ყოფილა.
„დღეს არის შიმშილობის მეექვსე დღე და არანაირი გამოხმაურება საერთოდ არ ყოფილა. მათ პოზიციებს არც თუ ისე დალაგებულს ვნახულობთ ხოლმე ინტერნეტში, ინტერვიუებში, ტელევიზიაში და ასე შემდეგ. მოთხოვნები რჩება იგივე, რომ გადადგეს ეკოლოგიის და გამწვანების ორი უფროსი, ნინო სულხანიშვილი და ნუგზარ კახნიაური და დაიწყოს გამოძიება არამარტო ამ გამწვანების სამსახურის უფროსებზე, არამედ ყველაზე. უნდა გადაიხედოს ყველა საქმე და შესაბამისი პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც გამოვლინდება. უნდა მოხდეს სერიოზული რესტრუქტურიზაცია ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის“,- - განაცხადა ფერაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.