თურქეთში ქურთების ქორწილში თავის ამფეთქებელი, რა დროსაც 54 ადამიანი დაიღუპა, შესაძლოა 'ბავშვი არ ყოფილიყო'
22-08-2016, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას დაუბრუნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმკვლელი, რომელმაც ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, ბავშვი იყო.

 


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაზიანტეპში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელმაც 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადა, რომ თვითმკვლელი 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი იყო.

 


BBC -ის ცნობით, პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდიმირმა კი თქვა, რომ გაურკვეველია, იყო თუ არა თვითმკვლელი ბავშვი.

 


ილდიმირმა აღნიშნა, რომ ადრე თქმული, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო, როგორც ბავშვი, იყო „ვარაუდი“, რაც თვითმხილველების ნათქვამს ეყრდნობოდა.

 


თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში შაბათს, 20 აგვისტოს, გვიან საღამოს ქურთების ქორწილში ბომბის აფეთქებისას დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან. ამის შესახებ BBC წერს.

 


გავრცელებული ცნობით, 29 გარდაცვლილი 18 წელს ქვემოთ ასაკისაა, ერთ–ერთი ოფიციოზის თქმით, 22 მათგანი 14 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ორშაბათს, დაღუპულთა რიცხვმა 54–ს მიაღწია.

 

ერდოღანმა თავდასხმის განხორციელებაში ბრალი "ისლამურ სახელმწიფოს" დასდო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი