თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთული პოზიციების დაბომბვა წამოიწყო
22-08-2016, 21:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეები დაბომბა. გავრცელებული ცნობით სირიელი მეამბოხეები ჯგუფის წინააღმდეგ იერიშის მიტანას აპირებენ. ამის შესახებ BBC წერს.

 


არტილერიამ, რომელიც თურქეთის შიგნით არის განლაგებული, ცეცხლი გაუხსნა „ისლამურ სახელმწიფოს“ და ასევე ქურთული მილიციის სამიზნეებს ქალაქებში - ჯარაბლუსა და მანბიჯში.

 


დაახლოებით 1 500 სირიელი ამბოხებული სავარაუდოდ თურქეთის ქალაქ გაზიანტეპშია და ელოდება თავდასხმაზე გადასვლას, იტყობინება BBC.

 


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირია „სრულად უნდა გაიწმინდოს“ „ისლამური სახელმწიფოსაგან“.

 


აღნიშნული იერიში „ისლამურ სახელმწიფოზე“, გაზიანტეპში, შაბათს, 20 აგვისტოს, ქურთების ქორწილში თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას მოჰყვა, რა დროსაც 54 ადამიანი, უმეტესად ბავშვები დაიღუპნენ.

 


იერიშის წამოწყებამდე თურქეთის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის განცხადებას დაუბრუნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმკვლელი, რომელმაც ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, ბავშვი იყო.

 


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაზანტიპში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელმაც 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადა, რომ თვითმკვლელი 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი იყო. გავრცელებული ცნობით, 29 გარდაცვლილი 18 წელს ქვემოთ ასაკისაა, ერთ–ერთი ოფიციოზის თქმით, 22 მათგანი 14 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

 


პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა კი თქვა, რომ გაურკვეველია, იყო თუ არა თვითმკვლელი ბავშვი.

 


ილდირიმმა აღნიშნა, რომ ადრე თქმული, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო, როგორც ბავშვი, იყო „ვარაუდი“, რაც თვითმხილველების ნათქვამს ეყრდნობოდა.

 

 

ერდოღანმა თავდასხმის განხორციელებაში ბრალი "ისლამურ სახელმწიფოს" დასდო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი