შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო (სოციალური) ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“-ს ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ხოლო მოქალაქე ვალერი ნ. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვალერი ნ. გიორგი ბეჟანიშვილთან წინასწარი შეთანხმებით, 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. თავის მხრივ, გიორგი ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება სთხოვა ნინო ასათიანს. ასათიანმა შეადგინა და გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქეს დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა ისე, რომ აღნიშნულ პირს შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრში“ არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია.
სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი – 1500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქრთამის აღების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.