თინა ხიდაშელი ხელისუფლებას სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე, მოსახლეობის დეზინფორმირებაში სდებს ბრალს
23-08-2016, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე, განცხადებას ავრცელებს.

 

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება.

 

 

ხიდაშელის საარჩევნო შტაბის განმარტებით, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია და ბრძანება ამ დრომდე ძალაში რჩება.

 

 

”ბოლო ერთი კვირის მანძილზე, პრაქტიკულად ყველა სოფელში, შეხვედრების დროს მოსახლეობა გვაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას სავალდებულო გაწვევის შესახებ.

 

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსახლეობას უცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თინა ხიდაშელს არ მიუღია გადაწყვეტილება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ და შესაბამისად, გაწვევა გრძელდება ჩვეულებრივი წესით.

 

 

სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაძლია საბჭოური მანკიერი ტრადიციები მსგავსი მეთოდებით მოქმედებს და ებრძვის ოპონენტებს.

 

 

 

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თინა ხიდაშელის მიერ, თავდაცვის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა გაუქმებულია.

 

 

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია და შესაბამისად, ყოველგვარი ქმედება შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების გაწვევის თაობაზე უკანონოა.

 

 

ამასობაში, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას არ შემოურთდნენ შინაგან საქმეთა და სხვა უწყებები და შესაბამისად, გაწვევა რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, შეეხება ყველა სხვა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი. გავთავისუფლდეთ მონური შრომისგან”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი