თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა
23-08-2016, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტრო "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა.

 


„შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ წინამორბედი მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება არ შეცვლილა. შესაბამისად, ის, რაც გამოსცა თინა ხიდაშელმა, ძალაშია“, - განუცხადა Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თამარ გორთამაშვილმა.

 

 

თინა ხიდაშელის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელს არ მიუღია სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად, გაწვევა ჩვეულებრივი წესით გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი