გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 46.4%-ს მთავრობის საქმიანობა მოსწონს ან ნაწილობრივ მოსწონს.
გამოკითხულთა 48.3%-ს კი მთავრობის საქმიანობა არ მოსწონს ან ნაწილობრივ არ მოსწონს.
გერმანულმა კომპანია GFK-მ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით მიმდინარე წლის 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 200 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.