"გუშინ შევხვდი პრეზიდენტს და ჩემს ხედვებზე მესაუბრა. გუშინ მითხრა, რომ მე ვიქნებოდი წარდგენილი. ვფიქრობ, დავაკმაყოფილე ის კრიტერიუმები, რაც იყო განსაზღვრული აღნიშნული თანამდებობისთვის“- აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში დეპუტატებთან შეხვედრას და საკომიტეტო დონეზე მათთვის საკუთარი ხედვების გაცნობას გეგმავს.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინდელ დღემდე მისთვისაც უცნობი იყო რომ პრეზიდენტი სწორედ მის კანდიდატურას წარადგენდა.
„კანონმდებლობით ჩემი მოსმენები გაწერილია საკომიტეტო მოსმენებზე. იმედია შევძლებ ღირსეულად წარვდგე პარლამენტის წინაშე და ყველა მათ კითხვას ამომწურავად ვუპასუხო. რაც შეეხება წარდგენას. შაბათს პრეზიდენტი ყველა კანდიდატს შეგვხვდა. სულ იყო 27 კანდიდატი, შეხვედრა 5 საათს გაგარძელდა. მოკლედ წარმოადგინა ყველამ თავისი ხედვა სასამართლო სასამართლოს განვითარების შესახებ. პრეზიდენტს ჰქონდა კითხვები ყველა პრედენდენტთან. შეხვედრის ბოლოს მან განაცხადა, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს წარადგენდა. გუშინ შევხვდი პრეზიდენტს და ჩემს ხედვებზე მესაუბრა. გუშინ მითხრა, რომ მე ვიქნებოდი წარდგენილი. ვფიქრობ, დავაკმაყოფილე ის კრიტერიუმები, რაც იყო განსაზღვრული აღნიშნული თანამდებობისთვის და ჩემი ხედვები როგორ შევუწყობ ხელს მართლმსაჯულების განვითარებას, მისთვის მისაღები იყო“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
რაც შეეხება დავით საგანელიძის პრეზიდენტთან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მარგეველაშვილს 3 კანდიდატი უნდა დაესახელებინა, ნინო გვენეტაძისთვის ცნობილი არ აღმოჩნდა.
„კონკურენტული პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, პროცესის გამჭვირვალობით იყო ნაკარნახევი მისი ინიციატივა იყო. შესაძლოა, ჯერ წრის დავიწროება იგულისხმებოდა, მაგრამ ამ გარე პროცესებზე, რომელიც კანონმდებლობით არ არის განპირობებული და პოლიტიკურია, მე არაფერი შემიძლია ვთქვა“,- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.