გერმანულმა კომპანიამ, GFK-მ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.
კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
სამუშაო ადგილები და უმუშევრობა - 47.4%.
დაბალი ხელფასები და სიღარიბე - 13%.
ტერიტორიული მთლიანობის პრობელმა -11%.
პენსიები - 7.6 %.
ჯანდაცვის პრობლემები - 5.9%.
ფასების ზრდა - 4.6%.
GFK-ის ცნობით, კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.