პაატა ბურჭულაძის პარტია აფხაზეთის მთავრობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
23-08-2016, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობას ბიუჯეტის არასწორ და არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ყიფიანის განცხადებით, მოსახლეობას, ბოლო 8 წლის განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენახვა 80 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

 

მისი თქმით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2016 წელს 13 მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 მილიონი საჯარო მოხელეთა ხელფასებში აქვს გადახდილი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 260 000 ლარია დახარჯული.

 

 

„ბოლო 8 წლის მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 62 მილიონი ხელფასებზე და 17 მილიონი საჯარო მოხელეთა მომსახურებაზე დაიხარჯა. ფაქტობრივად მოსახლეობას, 80 მილიონი ლარი ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ მთავრობის შენახვა დაუჯდა, როდესაც ამ თანხის თუნდაც, ნახევრით შეიძლებოდა ათასობით დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ რამდენიმე დღეში წარმოადგენს პარტიის გეგმას და პროგრამას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით. პროგრამის მიხედვით, ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს და დევნილებს დაენიშნოთ მიზნობრივი დახმარება“, - ნათქვამია მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი