ჩვენ გვინდა, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, სადაც თემაზე ,“მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი და ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ რეინერტი იმყოფება.
”მნიშვნელოვანია, კონფერენციისა და ფორუმის ძირითადი მიზანი - ეს არის სახელმწიფოს როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ასევე თვითმმართველობის როლი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ამ პროფესორს აქვს ჩვენთან ჩამოტანილი. პრაქტიკულად, ჩვენ გამოგვივიდა ეკონომიკური ფორუმების სერია, რომლის დროსაც ჩვენ საუკეთესო გამოცდილებებს და იმ ცოდნას ვიზიარებთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ნახტომისებურად ჩვენი ეკონომიკა, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.
ღონისძიება „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობით იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.